22 - 29 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 1800 ლარს.