საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


საქართველოში უხსოვარი დროიდან თამაშობენ ჭადრაკს,გადმოცემის თანახმად, ძველად, ქალი როცა თხოვდებოდა მზითევში ‘ვეფხისტყაოსანს’ და ჭადრაკს ატანდნენ. სამწუხაროდ, მემატიანეს არ შემოუნახავს უძლიერეს მოჭადრაკეთა სახელები. ისტორიაში ცნობილ ქართველ მოჭადრაკეთა სიას სათავეში ანდრია დადიანი უდგას.ჭადრაკზე უზომოდ შეყვარებული, ხელგაშლილი მეცენატი და XIX საუკუნის მეორე ნახევრის უძლიერესი ქართველი მოთამაშე.

1850 წელს სამეგრელოს უკანსკნელ მთავარ დავით დადიანს და პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულ ეკატერიენს მესამე შვილი ანდრია შეეძინათ. დადიანებში ბევრი კარგი ჭადრაკის მოთამაშე ყოფილა, მათ არც ჭავჭავაძეები ჩამოუვარდებოდნენ.ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ანდრია ჯერ კიდევ ’ჩვილ ასაკში’ დაუფლებია ჭადრაკის თამაშს. დავით დადიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II სამეგრელოს სამთავროს შემოერთების მიზნით, ეკატერინე ჭავჭავაძე თავისი შვილებით პეტერბურგს გაიწვია, ყოველწლიური პენსია დაუნიშნა და შვილებიც სხვადასხვა სასწავლებელში მიაბარებინა. ეკატერინე ჭავჭავაძემ პეტერბურგში, ხოლო 1860-იან წლებში უცხოეთში გამგზავრებისას ბავშვების აღმზრდელად თან წაიყვანა სასულიერო პირი, მღვდელი თევდორე ხოშტარია, რომელიც ჭადრაკის დიდი მოყვარული ყოფილა. ევროპაში დადიანების ოჯახი ზამთარს პარიზში, ხოლო ზაფხულს – ჰამბურგში ატარებდა. პარიზში ანდრია დადიანი მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა მოჭადრაკეთა მექას- კაფე ’რეჟანს’. მონაწილეობდა და საკმაოდ წარმატებულად მოყვარულთა სხვადასხვა ტურნირებში. ამასთანავე, საკმაოდ მონდომებით ეწაფებოდა ცოდნას. 1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თავისუფლად ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ,ინგლისურ და იტალიურ ენებზე. 1874 წელს ანდრია დადიანი რუსეთში დაბრუნდა,არმიაში ჩაირიცხა და ცარსკოე სელოში განლაგებულ ლეიბ-გვარდიის პოლკში დაიწყო სამსახური. ჰქონდა გენერალ – ლეიტენანტის ჩინი. პაექრობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან (ს. როზენტალი, ს. დიუბუა, ი. შუმოვი, ი. კოლიში და სხვა) პარიზში,რომში, კიევსა თუ თბილისში. თუმცა, სამხედრო სამსახურით დაკავებულს ჭადრაკისთვის დრო თითქმის დრო აღარ რჩებოდა. შვებულებას ანდრია საზღვარგარეთ ან საქართველოში ატარებდა და დროის ამ მონაკვეთში აქტიურ საჭადრაკო ცხოვრებას ეწეოდა .

1881-82 წლის ზამთარში დადიანმა მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა ორ ტურნირში და ორივეგან პირველზე გავიდა. პარტიებმა და ანალიზებმა, რომლებსაც ანდრია დადიანი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა, მას დიდი სახელი მოუხვეჭა საჭადრაკო წრეებში. იმდროინდელ პრესაში პოპულარულმა ინგლისურმა საჭადრაკო ჟურნალმა ’ The Chess Monthly’ 1832 წლის ივნის-ივლისის ნომერი მთლიანად ქართველი მოჭადრაკის შემოქმედებას დაუთმო. 90-იანი წლებში ანდრია დადიანი სამხედრო სამსახურს უკვე გენერლის ჩინით კიევში აგრძელებს და რა თქმა უნდა, არც ჭადრაკს ივიწყებს. 1903 წელს კიევში ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ანდრია დადიანის წიგნი, რომელშიც მისი 100 საუკეთესო პარტიიის ენდშპილი შევიდა.წიგნი შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა და საჭადრაკო თემაზე შექმნილი პირველი წიგნია ქართველის ავტორობით. წიგნის წითელ ყდაზე ოქროს ასოებით ამოტვიფრული იყო წარწერა ’სამეგრელოს პრინცის დადიანის პარტიების დაბოლოებები ’ დადიანს საჭადრაკო ამოცანები მიუძღვნეს ცნობილმა რუსმა ოსტატმა ს.ალაპინმა და ინგლისელმა პრობლემისტმა კ.ბოიერმა.იყო მრავალი საჭადრაკო ტურნირის, კონგრესის დირექტორი და ორგანიზატორი,აწესებდა სხვადასხვა ფულად პრიზებს ლამაზად მოგებული, ეფექტური პარტიებისათვის.

1903-1904 წლებში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი იყო. მის ხელგაშლილობაზე შემდეგი ფაქტიც მეტყველებს: მონტე-კარლოს 1904 წლის სატურნირო ფონდში ცნობილმა ფრანგმა ბანკირმა როტშილდმა 500 ფრანკი შეიტანა , ხოლო დადიანმა კი – 600 ფრანკი. დიდი ტურნირების თავკაცობით დადიანს შანსი ეძლეოდა ძლიერ მოჭადრაკეებთან პაექრობისა, რადგან მას როგორც მაღალი წოდების სამხედრო პირს არ შეეძლო ოფიციალურ ტურნირებში მონაწილობა. ქართველი მეცენატი ყველა ტურნირის სტუმარი გახლდათ თავის განათლების, წარმომავლობის, საჭადრაკო ერუდიციისა და ხელგაშლილობის წყალობით. სიცოცხლის ბოლო 20 წელი დადიანმა უმთავრესად კიევში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1910 წლის 16 ივნისს 60 წლის ასაკში.

ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2024 ყველა უფლება დაცულია