3 ოქტომბერს სიტჯესში (ესპანეთი) დასრულდა მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი. საქართველოს ქალთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ჩემპიონატზე და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მეოთხე დაფაზე კი მცირე ოქროს მედალი მოიპოვა ლელა ჯავახიშვილმა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახაშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია.