4 - 15 სექტემბერს მამაიაში (რუმინეთი) გაიმართა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16, 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა. 14 წლამდე გოგონათა შორის ოქროს მედალი მოიპოვა კესარია მგელაძემ, ამავე ასაკში ვერცხლის მედალს დაეუფლა მარიამ ცეცხლაძე. 8 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი ერგო მარიამ რეხვიაშვილს. ჩემპიონატზე მონაწილეობს 46 ქვეყნის 928 მოჭადრაკე, მათ შორის 19 საქართველოს წარმომადგენელი. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
ტექნიკური შედეგები LIVE: U08B U08G U10B U10G U12B U12G U14B U14G U16B U16G U18B U18G