დასრულდა მაია ჩიბურდანიძის და ნონა გაფრინდაშვილის თასის ვაჟთა და ქალთა ტურნირები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკეები, ასევე მოწვეული საერთაშორისო დიდოსტატები. ორივე ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 83 750 ლარს. საბოლოო შედეგები:
მაიას თასი ვაჟთა შორის:
I - დავით ჯოჯუა,
II - თორნიკე სანიკიძე,
III - ნიკოლოზ მანაგაძე.
მაიას თასი ქალთა შორის:
I - ნანა ძაგნიძე,
II - ბელა ხოტენაშვილი,
III - ნინო ხომერიკი.
ნონას თასი ვაჟთა შორის:
I - ზურაბ სტურუა,
II - გიგა ყუფარაძე,
III - ნიკოლოზ მანაგაძე.
ნონას თასი ქალთა შორის:
I - ნანა ძაგნიძე,
II - მერი არაბიძე,
III - ბელა ხოტენაშვილი.