2021 წლის 2 აპრილიდან – 4 აპრილის ჩათვლით გაიმართა საქართველოს მე–2 ონლაინ ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის. ჩემპიონატი ფიდეს სტანდარტების შესაბამისად, წრიული სისტემით, 5 ტურად გაიმართა. 4,5 ქულით I ადგილი დაიკავა, ქუთაისის ა(ა)იპ სპორტული სკოლების გაერთიანების მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკემ – ლერი ტალიკაძემ, მწვრთნელი – ალექსანდრე არსენიძე. II ადგილზე, 4 ქულით, გავიდა თბილისელი მაკა ნათელაური, მწვრთნელი – დავით ჯოჯუა, ხოლო 3,5 ქულით, III ადგილი დაიკავა თბილისელმა იოსებ სარიშვილიმა. გამარჯვებული მოჭადრაკეებით საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება და საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.