26 მარტს დასრულდა საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა. ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით ტურნირის გამარჯვებული გახდა დიანა ლომაია (ფოთი). მე-2 ადგილი 7 ქულით დაიკავა საერთაშორისო ოსტატმა ალექსანდრა ვახანიამ (თბილისი). ხოლო მე-3 ადგილი კი 6,5 ქულით საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძეს (თბილისი) ერგო. სამივე მოჭადრაკემ მოიპოვა საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური რომელიც გაიმართება 12-22 ივნისს.