15 - 21 ოქტომბერს იმართება ევროპის ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16, 18 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 32 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო წარმოდგენილი იქნება 42 მოჭადრაკით. ჩემპიონატი ტარდება ჰიბრიდული სისტემით, მოჭადრაკეები ითამაშებენ თბილისის ჭადრაკის სასახლიდან და ქუთაისის საჭადრაკო სკოლიდან. პარტიები გათამაშდება ონლაინ პლატფორმა tornelo.com - ზე. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით და დაითვლება ფიდეს რეიტინგი.