ქართველმა მოჭადრაკეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს იტალიაში მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატზე და 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 65 წელს გადაცილებულ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორთა შორის მერვედ მოიპოვა ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა. 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა შორის ასევე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა, ხოლო ამავე ასაკის ქალთა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა საერთაშორისო ოსტატი სოფიკო ტერელაძე. ვულოცავთ ჩვენს მოჭადრაკეებს ამ უდიდეს წარმატებას!
საბოლოო შედეგები