3 - 10 აპრილს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება თბილისის ჩემპიონატი 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასი.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია
ქ. თბილისის ღია ჩემპიონატი
12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
(03.04-10.04. 2024 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ორგანიზატორი:
თბილისის ჭადრაკის ფედერაცია.
2. ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული
ამ დებულებით, ტურნირის დირექტორს აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი სახის
შესწორება დებულებაში.
3. ჩატარების ვადები და ადგილი:
03.04-10.04. 2024 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.
4. მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები. ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს გადახდილი 2024 წლის
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115).
ხოლო, 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა -
https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
- ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება სწრაფ ჭადრაკში. 6. დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით. 7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ
სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/yTmAKJdCuKY8KiMXA
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის (დაბადების) მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ტურნირის საწევრო შესატანის (25 ლარი) გადარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 2 აპრილის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი - LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
-2-
ტურნირის საწევრო შესატანი: 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან. იმ შემთხვევაში, თუ
ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე 2 აპრილის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის
დოკუმენტებს. 8. თაი- ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
5. მოგებების მეტი რაოდენობით. 9. ტურნირის განრიგი:
ტური |
დღე |
საათი |
რეგისტრაცია |
3 აპრილი |
|
გახსნა |
4 აპრილი |
15:00 |
I ტური |
4 აპრილი |
15:00 |
II ტური |
5 აპრილი |
15:00 |
III ტური |
6 აპრილი |
15:00 |
IVტური |
7 აპრილი |
15:00 |
Vტური |
8 აპრილი |
15:00 |
VI ტური |
9 აპრილი |
15:00 |
VII ტური და დახურვა |
10 აპრილი |
15:00 |
8. დაჯილდოება:
- 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
- 2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- 1-3 ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაიშვებიან 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის (მხოლოდ თბილისელი მოჭადრაკეები). ასევე დამატებითი ადგილები მიეცემათ მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად: 5-14 მონაწილეზე 1 ადგილი; 15-24 მონაწილეზე 2 ადგილი; 25-34 მონაწილეზე 3 ადგილი; 35-44 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ. (მხოლოდ თბილისელი მოჭადრაკეები).
9. საერთო წესები: - ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია
წერილობით პროტესტთან ერთად თბილისის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი,
რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. 10. სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია დებულების დანართით.