ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატი ჭადრაკში. მან ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონის ტიტული. ჩემპიონატი 20-29 აპრილს გაიმართა თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 25000 ლარს. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გიგა ყუფარაძემ. ხოლო მე-3 ადგილი ერგო ლუკა პაიჭაძეს.
საბოლოო შედეგები:
I ადგილი – ლევან ფანცულაია (2553) – 6,5 ქულა;
II ადგილი – გიგა ყუფარაძე (2463) – 5,5 ქულა;
III ადგილი – ლუკა პაიჭაძე(2565) – 5,5 ქულა;
IV ადგილი – ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2425) – 5 ქულა;
V ადგილი – ნიკოლოზ კაჭარავა (2443) – 5 ქულა;
VI ადგილი – კონსტატინე შანავა(2504) – 5 ქულა;
VII ადგილი- მერაბ გაგუნაშვილი (2584) – 5 ქულა;
VIII ადგილი – ნოდარ ლორთქიფანიძე (2416) – 3,5 ქულა;
IX ადგილი – მერი არაბიძე (2437) – 3,5 ქულა;
X ადგილი – შოთა აზალაძე (2439) – 0,5 ქულა.