მაგნუს კარლსენის გამარჯვებით დასრულდა დუბაიში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი. მსოფლიოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ ნაცვლად მატჩისთვის განკუთვნილი 14 პარტიისა, 11 პარტიაში შესძლო რუსი იან ნეპომნიაშჩის დამარცხება ანგარიშით 7,5 : 3,5. მატჩის საპრიზო ფონდი შეადგენდა 2 000 000 ევროს, საიდანაც კარლსენს 1 200 000 ერგო.