თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საერთაშორისო ტურნირები სწრაფ ჭადრაკში - 8-11 სექტემბერს მაია ჩიბურდანიძის თასი, ხოლო 13-16 სექტემბერს კი ნონა გაფრინდაშვილის თასი. ტურნირებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საუკეთესო და მოწვეული უცხოელი მოჭადრაკეები. თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 32 650 ლარს, ხოლო ორივე ტურნირში გამარჯვებული მოჭადრაკეების საპრიზო ფონდი კი 18 600 ლარს. ტურნირები ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 8 ტურად.