ქუთაისში დასრულდა პირველი საერთაშორისო ფესტივალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ‘მაიას თასი 2025’. შეჯიბრი სამ დღეს გაგრძელდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აშშ-ს და ფიდე-ს წარმომადგენელი 340-მდე მოჭადრაკე. ტურნირზე ასპარეზობდნენ საერთაშორისო დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები და ფიდეს ოსტატები როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის. ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენდა 60 000 ლარს.
ტექნიკური შედეგები: სწრაფ ჭადრაკში ელვისებურ ჭადრაკში



