8-11 სექტემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში იმართება მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვაჟთა და ქალთა ტურნირები. ვაჟთა ტურნირში მონაწილეობას იღებს 12 მოჭადრაკე, მათ შორის 11 საერთაშორისო დიდოსტატი და ოსტატი. ხოლო ქალთა ტურნირში მონაწილეობს 14 მოჭადრაკე, მათ შორის 9 საერთაშორისო დიდოსტატი და ოსტატი. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 32 650 ლარს. ტურნირები ტარდება შვეიცარიული სისტემით 8 ტურად.