ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა მერი არაბიძემ! მან დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულის აღება შეძლო. ჩემპიონატი გაიმართა 17-30 მარტს მონტენეგროში და მონაწილეობდა 35 ქვეყნის 135 მოჭადრაკე. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 60 000 ევროს. არაბიძესთან ერთად მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს სალომე მელიამ (V ადგილი) და ლელა ჯავახიშვილმა (VII ადგილი).