2022 წლის 27 მარტს 13:00 საათზე ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში გაიმართება მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები ეროვნული არბიტრის წოდების მისანიჭებლად, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ სრულწლოვან პირებს. საგამოცდო კითხვარი მოიცავს ტესტებს და სხვადასხვა კითხვებს:
1. ჭადრაკის თამაშის ძირითადი წესები სტანდარტულ, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში;
2. სატურნირო წესები:
2.1. საჭადრაკო საათი
2.2. დარღვევები
2.3. სვლების ჩაწერა
2.4. ყაიმი, საყაიმო პოზიციები
2.5. მოჭადრაკეების ქცევის კოდექსი
2.6. არბიტრის როლი
3. თაი-ბრეიქები (ბუჰგოლცი, პროგრესი, ბერგერი).
გამოცდაზე დასწრების მსურველებმა:
1. 26 მარტამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ახალგაზრდების, მწვრთნელებისა და ღონისძიებების კომისიის ვებ-გვერდზე (www.i64.ge).
2. გაწევრიანდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში და გადაიხადონ წლიური საწევრო თანხა 24 ლარი შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე.
საკონტაქტო პირი - ღონისძიებების / მსაჯთა და საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე დათო კოდუა, მობ: 593399264. ელ-ფოსტა: geo.chess.event@gmail.com
რეგისტრაცია