24 - 30 მაისს ონლაინ პლატფორმა tornelo.com - ზე იმართება მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი ჰიბრიდული ტურნირი. ტურნირი ტარდება ოლიმპიური სისტემით, ხოლო საუკეთესო 36 მოჭადრაკის გამოვლენის შემდეგ კი ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ტურნირში მონაწილეობს 35 ქვეყნის 264 მოჭადრაკე. მათ შორის 10 ქართველი: ბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, ლუკა პაიჭაძე, ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე, ნიკოლოზ კაჭარავა, მერი არაბიძე, ნოდარ ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ პეტრიაშვილი.