26 - 31 დეკემბერს ნიუ-იორკში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ჩემპიონატში მონაწილეობს 50-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 1428500 აშშ დოლარი. ჩემპიონატში ასპარეზობს 8 ქართველი მოჭადრაკე: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ინგა ჭარხალაშვილი, სალომე მელია, მერაბ გაგუნაშვილი და ნიკოლოზ კაჭარავა.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია