25 იანვარს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა "ც" კატეგორიის მწვრთნელების სალიცენზიო გამოცდები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვიდმა მწვრთნელმა. 2 მათგანმა, ელენე კოსტავამ და თენგიზ დიდმანიძემ გადალახა მინიმალური ზღვარი (50 ქულიდან 38 ქულა) და მოიპოვა "ც" კატეგორიის მწვრთნელის წოდება.