4 ნოემბერს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა "ც" კატეგორიის მწვრთნელების სალიცენზიო გამოცდები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 12 მწვრთნელმა. "ც" კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია მოიპოვა ათმა მათგანმა, მაკა ფურცელაძემ, ლაშა კაჭკაჭიშვილმა, გიორგი სართანიამ, ნინო ხომერიკმა, ლილე ცალუღელაშვილმა, გვანცა ნიქაბაძემ, მარიამ დოლიძემ, არჩილ მემარნიშვილმა, ავთანდილ რცხილაძემ და გიორგი გიორგაძემ გადალახეს მინიმალური ზღვარი (50 ქულიდან 38 ქულა).