საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 11 მაისიდან 25 მაისისს ჩათვლით Zoom–ში გაიმართა ჭადრაკის მწვრთნელთა სემინარი, რომელიც ჩაატარა მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი საჭადრაკო სკოლის წამყვანმა სპეციალისტმა, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, ფიდეს მწვრთნელმა – ალექსანდრე კოსტიევმა.
სემინარი მიეძღვნა ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხებოდა სწავლების მეთოდიკას და პედაგოგიკას, დამწყები(უთანრიგო) მოჭადრაკის დონიდან, პირველ თანრიგოსან მოჭადრაკემდე(6–14წელი).
სემინარს ესწრებოდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 25–მდე წარმატებული მწვრთნელი და მენეჯერი, რომლებიც, ძირითადათ, ამ კატეგორიის მოჭადრაკეებთან მუშაობენ.
სემინარი, რომელიც მოიცავდა ხუთ ლექციას მიმდინარეობდა საინტერესოდ, კითხვა–პასუხის რეჟიმში. ყოველ ლექციას თან ერთოდა განსაზღვრული დონის სწავლების მეთოდური პროგრამა და პრაქტიკული მაგალითები. მწვრთნელებმა მიიღეს მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გაიღრმავეს ცოდნა.
იმის გათვალისწინებით, რომ სემინარზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იყო, იგეგმება სემინარის სრული მასალის თარგმნა ყველა დაინტერესებული მწვრთნელისათვის მისაწოდებლად.
31 მაისს ასევე გაიმართა რუსეთის ახალგაზრდულ მოჭადრაკეთა ნაკრების მწვრთნელის, საერთაშორისო დიდოსტატის, ფარუხ ამონატოვის ვებინარი. მან ისაუბრა მაღალი თანრიგოსან მოჭადრაკეების სწავლების მეთოდიკის შესახებ.
სემინარი კითხვა–პასუხის ფორმატში წარიმართა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
მომავალშიც იგეგმება მსგავსი სემინარები სხვა უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, რაც ქართული ჭადრაკის განვითარებისა და მომავალი წარმატებების ხელშემწყობი იქნება.