22 დეკემბერს დასრულდა საქართველოს ვაჟთა 81-ე და ქალთა 79-ე ჩემპიონატების პირველი ლიგის ტურნირები. ვაჟთა ტურნირში მონაწილეობდა 21 მოჭადრაკე, ხოლო ქალთა შორის კი 11. პირველი ლიგის ტურნირები ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ვაჟთა შორის 1-4 და ქალთა შორის 1-2 მოჭადრაკეებმა მოიპოვეს 2022 წლის საქართველოს ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის საგზურები.
საბოლოო შედეგები:
ვაჟთა შორის:
I ადგილი - ნოდარ ლორთქიფანიძე (ბათუმი, ს/ო 2407),
II ადგილი - ირაკლი ახვლედიანი (ბათუმი, ფ/ო 2430),
III ადგილი - ნიკოლოზ ჩხაიძე (თბილისი, ფ/ო 2268).
ქალთა შორის:
I ადგილი - მაკა ფურცელაძე (თბილისი, ს/ო 2274),
II ადგილი - თამარ ესაძე (ქუთაისი, 1972),
III ადგილი - ელენე წოწონავა (ფოთი, ფ/ო 1957)
საბოლოო შედეგები