9 - 10 ივნისს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საკვალიფიკაციო ტურნირი II, III, IV და V თანრიგზე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნებისმიერი ასაკის წევრს.
ტურნირზე რეგისტრაცია ფედერაციაში გაწევრიანება ტექნიკური შედეგები
საკვალიფიკაციო ტურნირები V, IV, III და II სპორტულ თანრიგზე
9-10 ივნისი, 2024 წ.
ქ. თბილისის, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას ქ. 29
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული
ამ დებულებით, ტურნირის დირექტორს აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი სახის
შესწორება დებულებაში.
3. ჩატარების ვადები და ადგილი:
09.06-10.06. 2024 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.
4. ტურნირები და მონაწილენი:
ა. V თანრიგზე უმცროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის მონაწილეობის უფლება აქვთ 2016 და
შემდეგ წლებში დაბადებულ უთანრიგო მოჭადრაკეებს;
ბ. V თანრიგზე უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის მონაწილეობის უფლება აქვთ 2016 წლამდე
დაბადებულ უთანრიგო მოჭადრაკეებს;
გ. IV თანრიგზე ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ნებისმიერი ასაკის V თანრიგოსან
მოჭადრაკეებს;
დ. III თანრიგზე ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ნებისმიერი ასაკის IV თანრიგოსან
მოჭადრაკეებს.
ე. II თანრიგზე ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ნებისმიერი ასაკის III თანრიგოსან
მოჭადრაკეებს.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე (სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115).
ხოლო, 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული
ფორმა - https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით
7 ტურად. თითოეულ მონაწილეს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი
სვლიდან) 5 წამის დამატებით.
6. რეგისტრაცია და ტურნირის საწევრო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა -
https://forms.gle/JGiggPNtWJEdwD3a6 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:
1. პირადობის (დაბადების) მოწმობის ასლი; 2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე ტურნირის საწევრო შესატანის (20 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 8 ივნისის 18:00 საათი.
საკონტაქტო პირი - ნატა ალავიძე - ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
საწევრო შესატანი: 20 ლარი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ტურნირის საწევრო შესატანის საბანკო რეკვიზიტები:
სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
საბანკო საკომისიო მომსახურეობის თანხას იხდის გადამხდელი პირი.
საწევრო შესატანების გადახდის ქვითრებში აუცილებელია გარკვევით ჩანდეს გადახდის
თარიღი და დანიშნულება (მონაწილის გვარი და სახელი).
-2-
7. თაი-ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების
დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
5. მოგებების მეტი რაოდენობით. 8. ტურნირის განრიგი: I, II, III, IV ტური - 9 ივნისი, კვირა, I ტური-11:00 სთ. V, VI, VII ტური-
10 ივნისი, ორშაბათი, V ტური -11:00 სთ.
9. გამარჯვებულთა და მწვრთნელთა დაჯილდოვება:
- 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით;
- V თანრიგზე: მოჭადრაკეებს, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას მიენიჭებათ
V სპორტული თანრიგის 1 ბალი;
- IV თანრიგზე: მოჭადრაკეებს, რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ
IV სპორტული თანრიგის 1 ბალი;
- III თანრიგზე: მოჭადრაკეებს, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ
III სპორტული თანრიგის 1 ბალი;
- II თანრიგზე: მოჭადრაკეებს, რომლებიც დააგროვებენ 5,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ
II სპორტული თანრიგის 1 ბალი;
- ყველა მონაწილე, რომელიც შეასრულებს შესაბამისი კატეგორიის ბალს მიიღებს სერტიფიკატს.
- საერთო ჩათვლაში I-III ადგილზე გასული მწვრთნელები დაჯილდოვდებიან სპეციალური
პრიზებით;
თითოეულ ტურნირში - I ადგილზე გასული მოჭადრაკე მწვრთნელს მოუტანს 15 ქულას,
II ადგილზე - 12 ქულას, III ადგილზე - 10 ქულას, IV ადგილზე - 7 ქულას, V ადგილზე -
6 ქულას, VI ადგილზე - 5 ქულას, VII ადგილზე - 4 ქულას, VIII ადგილზე - 3 ქულას,
IX ადგილზე - 2 ქულას, X ადგილზე - 1 ქულას.
- კონკურსში მონაწილეობისათვის მწვრთნელმა უნდა წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს
ელ-ფოსტაზე სწორად შევსებული მოსწავლეთა განაცხადი (დანართი-2) 9 ივნისის
12:00 საათამდე.
მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ საკვალიფიკაციო
ტურნირებში თამაშობდეს მისი არანაკლებ 5 მოსწავლე და გადახდილი ჰქონდეს
2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი.