20-29 აპრილს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატი ტარდება წრიული სისტემით და მონაწილეობს 10 მოჭადრაკე: მერაბ გაგუნაშვილი (ს/დ 2584), ლუკა პაიჭაძე (ს/დ 2564), ლევან ფანცულაია (ს/დ 2553), კონსტანტინე შანავა (ს/დ 2504), გიგა ყუფარაძე (ს/დ 2463), ნიკოლოზ კაჭარავა (ს/ო 2443), შოთა აზალაძე (ს/ო 2439), მერი არაბიძე (ს/ო 2437), ნიკოლოზ პეტრიაშვილი (ს/ო 2425), ნოდარ ლორთქიფანიძე (ს/ო 2416). ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 25000 ლარს.