25 იანვარს სტარტს აიღებს საქართველოს ვაჟთა 81-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატში მონაწილეობს 12 უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე და ტარდება წრიული სისტემით 11 ტურად. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის საგზურებს. ჩემპიონატი დასრულდება 5 თებერვალს.
მონაწილეები:
1. მჭედლიშვილი მიხეილ ს/დ 2587
2. ფანცულაია ლევან ს/დ 2579
3. გაგუნაშვილი მერაბ ს/დ 2573
4. პაიჭაძე ლუკა ს/დ 2566
5. კაჭარავა ნიკოლოზ ს/ო 2480
6. ყუფარაძე გიგა ს/დ 2477
7. სანიკიძე თორნიკე ს/დ 2464
8. ახვლედიანი ირაკლი ფ/ო 2433
9. პეტრიაშვილი ნიკოლოზ ს/ო 2418
10. ლორთქიფანიძე ნოდარ ს/ო 2414
11. თუთისანი ნოე ს/ო 2412
12. ჩხაიძე ნიკოლოზ ფ/ო 2288
დებულება ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია