13 - 22 ივნისს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს 78-ე ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატი ტარდება წრიული სისტემით და საპრიზო ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. ჩემპიონატის მონაწილეთა სია: ნინო ბაციაშვილი (ს/დ 2491), ლელა ჯავახიშვილი (ს/დ 2473), ბელა ხოტენაშვილი (ს/დ 2463), მერი არაბიძე (ს/დ 2432), სოფიო გვეტაძე (ს/დ 2309), ინგა ხურცილავა (ს/დ 2231), ალექსანდრა ვახანია (ს/ო 2161), დიანა ლომაია (ფ/ო 2068), ნია დონღვანი (1902), ელენე წოწონავა (ფ/ო 1885).