12 ივლისს სოჭში სტარტი აიღო ფიდეს მსოფლიო თასის გათამაშებამ როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირში საქართველოდან ვაჟთა შორის იასპარეზებენ ბაადურ ჯობავა, ლუკა პაიჭაძე და ლევან ფანცულაია. ქალთა შორის კი ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი. ვაჟთა ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 1 892 500, ხოლო ქალთა ტურნირის კი 676 250 აშშ დოლარს.