1 - 8 ნოემბერს იმართება ფიდეს ონლაინ გრანპრის სერიის პირველი ეტაპის ტურნირი 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში ასპარეზობენ ონლაინ მსოფლიოს თასისა და სხვა ტურნირებიდან შერჩეული მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეები. გრანპრის პირველი ეტაპი იმართება წრიული სისტემით. საქართველოდან გრანპრიზე ითამაშებენ ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე, დიანა ლომაია, ნია დონღვანი, აკაკი ყალიჩავა და ნიკოლოზ შამათავა.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ჭაბუკები, გოგონები.