26-30 აგვისტოს იმართება ფიდეს ონლაინ თასის ფინალური ეტაპი სწრაფ ჭადრაკში 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის. თითოეულ კატეგორიაში ტურნირი ტარდება ოლიმპიური სისტემით და მონაწილეობს 16 მოჭადრაკე. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობს 6 ქართველი მოჭადრაკე: თამარ ესაძე - 18 წლამდე, დიანა ლომაია - 16 წლამდე, ანასტასია კირთაძე - 12 წლამდე, ქრისტინე ხვადაგიანი - 12 წლამდე, მარიამ ცეცხლაძე - 12 წლამდე, ანასტასია ჭიჭინაძე - 10 წლამდე.