დასრულდა ფიდეს ონლაინ სუპერ ფინალი 10 - 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 12 წლამდე გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა ანასტასია კირთაძემ და მე-3 საპრიზო ადგილს დაეუფლა. ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით 2 წრედ და მისი საპრიზო ფონდი შეადგენდა 30 000 ევროს. თითოელ კატეგორიაში მონაწილეობს უძლიერესი 6 მოჭადრაკე. ქართველი მოჭადრაკეების საბოლოო შედეგები:
III ადგილი - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი) 12 წლამდე გოგონათა შორის,
IV ადგილი - თამარ ესაძე (ქუთაისი) 18 წლამდე გოგონათა შორის,
V ადგილი - აკაკი ყალიჩავა (ფოთი) 18 წლამდე ჭაბუკთა შორის,
VI ადგილი - ნია დონღვანი (ქუთაისი) 18 წლამდე გოგონათა შორის.
საბოლოო შედეგები