17-18 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო ბოლთმორში იმართება ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. ხოლო, 18-19 დეკემბერს კი ასევე ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი "ვარსკვლავთა ტურნირი" 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ორივე ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 22 000 ლარს. ღია ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საერთაშორისო დიდოსტატებს და ოსტატებს, ასევე 2024 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებს 14-20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, საქართველოს ჩემპიონებს 14, 16, 18 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. "ვარსკვლავთა ტურნირში" მონაწილეობის უფლება აქვთ 8, 10 და 12 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე 1-4 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს.
დებულებები: ღია ტურნირი "ვარსკვლავთა ტურნირი"
ტექნიკური შედეგები: ღია ტურნირი "ვარსკვლავთა ტურნირი"