ევროპის საჭადრაკო კავშირის და იუდიტ პოლგარის ორგანიზებით 9 ოქტომბერს გაიმართა ევროპის ქვეყნების 12 წლამდე წარმატებული მოჭადრაკეების ინტერნეტ ფესტივალი. ფესტივალზე მონაწილეობდა ევროპის 18 ქვეყანა. საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკემ ანასტასია კირთაძემ, მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე. ფესტივალზე ლექცია წაიკითხეს თავად იუდიტ პოლგარმა და სხვა დიდოსტატებმა. ფესტივალზე ასევე გაიმართა ბლიც ტურნირი, 5 წუთი 5 წამის დამატებით. ანასატასიამ ბლიც ტურნირში, რომელიც 5 ტურად გაიმართა, ხუთივე პარტია მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ანასტასია კირთაძეს და მის მწვრთნელს გამარჯვებას! და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.