ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა საბერძნეთში დასრულებულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე. ჩვენმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. აღსანიშნავია, რომ ექვსივე მედალი რეგიონის წარმომადგენლებმა აიღეს (3 იმერეთი, 2 აჭარა, 1 სამცხე-ჯავახეთი). საქართველოს ნაკრები კი გუნდურ ჩათვლაში მე-3 საპრიზო ადგილს დაეუფლა.
საბოლოო შედეგები:
I ადგილი - ანასტასია კირთაძე, 13 წლამდე გოგონათა შორის (ქუთაისი, მწვრთნელი - გიგა ყუფარაძე),
II ადგილი - მარიამ ცეცხლაძე, 13 წლამდე გოგონათა შორის (ბათუმი, მწვრთნელი - დავით მაღალაშვილი),
II ადგილი - გაბრიელ გაბადაძე, 11 წლამდე ჭაბუკთა შორის (ქუთაისი, მწვრთნელი - გიორგი ტყეშელაშვილი),
III ადგილი - კესარია მგელაძე, 13 წლამდე გოგონათა შორის (ბათუმი, მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე, ნოდარ ლორთქიფანიძე),
III ადგილი - ანასტასია ქუთათელაძე, 11 წლამდე გოგონათა შორის (ქუთაისი, მწვრთნელი - ინგა კიკვიძე),
III ადგილი - ბარბარე შონია, 9 წლამდე გოგონათა შორის (ბორჯომი, მწვრთნელი - გოჩა თორია).