17 - 20 იანვარს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა ღია რეიტინგ ტურნირი სტანდარტულ ჭადრაკში, შვეიცარიული სისტემით 8 ტურად. ტურნირში მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკის 77 მოჭადრაკე. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 1690 ლარს.
საბოლოო შედეგები:
I ადგილი - მინდიაშვილი თენგიზ;
II ადგილი - კაჭკაჭიშვილი ლაშა;
III ადგილი - ჩხაიძე ნიკოლოზ.
სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულები:
1800> რეიტინგ კატეგორიაში - ტაბატაძე ერეკლე;
1600> რეიტინგ კატეგორიაში - ღვინიაშვილი ნოდარ;
1400> რეიტინგ კატეგორიაში - ბოლაშვილი ნიკოლოზ;
ქალთა შორის - ზანდუკელი ელენე.
ტექნიკური შედეგები