2021 წლის 1 მარტს, დასრულდა საქართველოს პირველი ონლაინ სასკოლო ჩემპიონატი 11 და 15 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის 100–ზე მეტმა მოჭადრაკემ.
ჩემპიონატი გაიმართა ფიდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისად. ჩემპიონატისთვის ონლაინ თამაშებზე ყველაზე აქტუალური საკითხის, სამართლიანი თამაშის წესების დასაცავად გატარებული იქნა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ჩემპიონატისთვის შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იყო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით, მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატებით. კომისია მუშაობდა განუწყვეტლივ, თითოეულ პარტიას აკვირდებოდა და აანალიზებდა სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებით.
განხორციელებული ღონისძიებების გასაცნობად ჩემპიონატის დაწყებამდე სპეციალურად მოეწყო შეხვედრა მწვრთნელებთან Zoom–კონფერენციაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო 30–მდე მწვრთნელმა.
ჩემპიონატის დაწყებამდე ასევე მოხდა სიახლეების გაცნობა ჩემპიონატში მონაწილეების მშობლებთან Zoom–ის მეშვეობით, სადაც თითქმის ყველა მოჭადრაკის მშობელმა მიიღო მონაწილეობა.
9 ტურიანი საინტერესო და დაძაბული შეხვედრების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
11 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი - ლუკა ხვედელიძე (თბილისი; მწვრთნელი დავით ზარქუა) - 7,5 ქულა;
II ადგილი - ნოდარ ღვინიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) - 6,5 ქულა;
III ადგილი -ანდრია კვირიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) - 6,5 ქულა.
11 წლამდე გოგონები:
I ადგილი - კესარია მგელაძე (ბათუმი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 9 ქულა;
II ადგილი - თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი;მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 7 ქულა
III ადგილი - მარიამ კალანდაძე (ბათუმი; მწვრთნელი თენგიზ დიდმანიძე) – 6 ქულა.
15 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი - ლუკა კილაძე (თბილისი; მწვრთნელი დავით ზარქუა) - 7,5 ქულა;
II ადგილი - დავით ნემსაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 6,5 ქულა;
III ადგილი - დენიელ საფაროვი (თბილისი; მწვრთნელი დავიდ არუთინიანი) – 6,5 ქულა.
15 წლამდე გოგონები:
I ადგილი - ანასტასია კირთაძე (ბათუმი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 8,5 ქულა;
II ადგილი - მარიამ სიჭინავა (თბილისი; მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა) – 8 ქულა;
III ადგილი - ანა მაჭარაშვილი (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 6 ქულა.