თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 16 და 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 150 მოჭადრაკე. I – II ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის საგზური.
საბოლოო შედეგები:
16 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი - დენიელ საფაროვი (თბილისი, მწვრთნელი - დავით არუთინიანი) – 7,5 ქულა;
II ადგილი - დავით ნემსაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - გიგა ყუფარაძე) – 7,5 ქულა;
III ადგილი - დავით გოცირიძე (თბილისი, მწვრთნელი - გიორგი მაჭარაშვილი) – 6,5 ქულა;
16 წლამდე გოგონები:
I ადგილი - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - გიგა ყუფარაძე) – 7 ქულა;
II ადგილი - მარიამ სიჭინავა (თბილისი, მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა) – 6,5 ქულა;
III ადგილი - მარიამ გვათუა (თბილისი, მწვრთნელი - დავით ზარქუა) – 6,5 ქულა;
10 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი - გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - გიორგი ტყეშელაშვილი) – 9 ქულა;
II ადგილი - დავით თათვიძე (ქუთაისი, მწვრთნელი - ნონა ჭეფხოძე) – 7,5 ქულა;
III ადგილი - ლუკა ქუნთელია (თბილისი, მწვრთნელი - გიორგი მაჭარაშვილი) – 6,5 ქულა;
10 წლამდე გოგონები:
I ადგილი - ანეტა ქედელიძე (ბათუმი, მწვრთნელი - თენგიზ დიდმანიძე) – 7,5 ქულა;
II ადგილი - ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - ინგა კიკვიძე) – 7,5 ქულა;
III ადგილი - ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - გია მენაბდე) – 7 ქულა;