საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

Main Menu

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • ფედერაცია
    • რეგიონები
    • მსაჯები
    • ისტორია
      • ანდრია დადიანი
      • პაოლო იაშვილი
      • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
      • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
      • მნიშვნელოვანი თარიღები
  • ტურნირები
    • კალენდარი
    • საერთაშორისო ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
      • რეიტინგები
      • სიახლეები
      • ტურნირები 2021წ.
      • ტურნირები 2022წ.
      • ტურნირები 2023წ.
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
    • რეგიონებში ჩაწერილი ChessBase26
  • ლიცენზირებული მწვრთნელი
    • A1 – ურეიტინგო
    • A2 – რეიტინგი < 1450
    • A3 – რეიტინგი < 1700
    • A4 – რეიტინგი < 2000
    • A5 – რეიტინგი < 2200
    • A6 – რეიტინგი > 2200
  • აკრედიტირებული სასწავლებელი
    • აკრედიტაციის წესი

logo

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • ფედერაცია
    • რეგიონები
    • მსაჯები
    • ისტორია
      • ანდრია დადიანი
      • პაოლო იაშვილი
      • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
      • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
      • მნიშვნელოვანი თარიღები
  • ტურნირები
    • კალენდარი
    • საერთაშორისო ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
      • რეიტინგები
        • მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
        • საქართველოს საუკეთესო ასეულები
      • სიახლეები
      • ტურნირები 2021წ.
      • ტურნირები 2022წ.
      • ტურნირები 2023წ.
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
    • რეგიონებში ჩაწერილი ChessBase26
  • ლიცენზირებული მწვრთნელი
    • A1 – ურეიტინგო
    • A2 – რეიტინგი < 1450
    • A3 – რეიტინგი < 1700
    • A4 – რეიტინგი < 2000
    • A5 – რეიტინგი < 2200
    • A6 – რეიტინგი > 2200
  • აკრედიტირებული სასწავლებელი
    • აკრედიტაციის წესი
  • დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის

  • საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 8-18

  • საქართველოს რეიტინგ ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

მთავარისიახლე
Home›მთავარი›საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა

By admin
November 25, 2025
92
0
Share:

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა ჩატარდა. შეხვედრაზე შეჯამდა ფედერაციის 2025 წლის საქმიანობა, შეფასდა მიღწეული შედეგები, განხილულ იქნა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე განვითარების ძირითადი პრიორიტეტები.

ყრილობის ფარგლებში ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2025 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და ის მიმართულებები, რომლებმაც ქართულ ჭადრაკს საერთაშორისო ასპარეზზე დამატებითი გამოცდილება და მაღალი ხედვადობა შესძინა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს.

ყრილობაზე ასევე დააჯილდოვეს მაია ჩიბურდანიძის იუბილესადმი მიძღვნილი ელვისებური ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულები, ასევე 2025 წლის სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეული მოჭადრაკეები.

პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ და იმ გეგმებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ორგანიზაციული შესაძლებლობების ზრდას უკავშირდება.

ყრილობაზე აღინიშნა, რომ 2025 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მწვრთნელთა გადამზადებისა და ხარისხიანი განათლების მიმართულებით. გაგრძელდა ჭადრაკის სწავლების ახალი მეთოდიკის იმპლემენტაციის პროცესი — პროექტების ფარგლებში „ხარისხიანი განათლება წარმატების საწინდარია“ და „განათლების გზაზე არ გაჩერდე“ — საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა ტრენინგები, კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები, რაც ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბებასა და მწვრთნელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

დეკემბერში ბათუმმა უმასპინძლა მწვრთნელთა ეროვნულ ფორუმს, რომელიც მწვრთნელებისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და შედეგიან ღონისძიებად შეფასდა.

ხაზი გაესვა რეგიონებში ჭადრაკის პოპულარიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა – მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რობოტები, ინტერაქტიული ეკრანები და საჭადრაკო პროგრამები, ასევე მათი პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები.

რეგიონების ხელშეწყობის მიზნით, წარმატებულ რეგიონებს ფედერაციამ ჭადრაკის რობოტები გამოუყო, რაც ახალგაზრდებთან მუშაობისა და ინოვაციური სწავლების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

აღინიშნა, რომ ქუთაისში გაიმართა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება — „მაია ჩიბურდანიძის თასი“, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს

ასევე, იანვრიდან Silk TV-ზე დაიწყება ყოველკვირეული საჭადრაკო გადაცემა, რაც ჭადრაკის პოპულარიზაციასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ყრილობის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა, ფიდეს სპეციალური ჯილდო გადასცა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, სალომე მელიას, სოციალური პროექტების მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობისთვის, მათ შორის – შშმ პირებთან მუშაობაში მაღალი ჩართულობის აღსანიშნავად.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, პარტნიორსა და ჭადრაკის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.

წინ კიდევ უფრო აქტიური საჭადრაკო კალენდარი, ახალი პროექტები და საერთაშორისო მიზნები გველოდება.

0
Shares
  • 0
  • +
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • LATEST REVIEWS

  • TOP REVIEWS

ქრონოლოგია

  • March 31, 2026

    დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის

  • March 30, 2026

    საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 8-18

  • March 27, 2026

    საქართველოს რეიტინგ ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

  • March 17, 2026

    ნანა ძაგნიძემ წარმატებით იასპარეზა

  • March 17, 2026

    საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი

შემოგვიერდით Facebook-ზე

ჩვენს შესახებ

ვინ ვართ ჩვენ ?. . . .

სათაური

  • .....
  • .....
  • . . .
  • ........

შემოგვიერთდით

2026 © Copyright საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ყველა უფლება დაცულია.