ინოვაცია წალენჯიხაში!

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჟორა მზარელუას სახელობის საჭადრაკო სკოლას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია სტუმრობდა.
ჭადრაკის სახლში გაიმართა საჭადრაკო რობოტის პრეზენტაცია, პროექტის მიზანია რეგიონებში ინოვაციური მეთოდების დანერგვა და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: წალენჯიხის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია, ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორი ლუსო კვარაცხელია.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, კონცეფციის – „ხარისხიანი განათლება წარმატების საწინდარია“ ფარგლებში.