საქართველოს რეიტინგ ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 1800 და 2200 სარეიტინგო კატეგორიებში.
ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად და მასში მონაწილეობა 80-მდე მოჭადრაკემ მიიღო.
U2200 კატეგორია
ფრიდონ ყალაგაშვილი (რუსთავი; 2030) – 7 ქულა
გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი; 2033) – 6 ქულა
გიორგი ჩალაძე (ქუთაისი; 1910) – 6 ქულა
U1800 კატეგორია
ლუკა გოგავა (ქუთაისი; 1691) – 7 ქულა
ალექსანდრე მგელაძე (ქუთაისი; 1730) – 7 ქულა
ლაშა არევაძე (თბილისი; 1740) – 7 ქულა