დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის

ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და მასში 60-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა ევროპის პირველობის საგზური იყო, რომელთა მოპოვებაც მხოლოდ ჩემპიონებს შეეძლოთ. ტურნირი განსაკუთრებით დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა და გამარჯვებულების ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა.
საბოლოო შედეგები:
გოგონათა შორის:
ლულუ დიასამიძე (მწვრთნელი: გიგა ყუფარაძე) – 7 ქულა
ბარბარე აშოთია (მწვრთნელი: დავით ჯოჯუა) – 7 ქულა
თეა რუსიტაშვილი (მწვრთნელი: დავით მაღალაშვილი) – 6.5 ქულა
ჭაბუკთა შორის:
ლუკა კილაძე (მწვრთნელი: ზურაბ სტურუა) – 6.5 ქულა
ანდრია კვირიაშვილი (მწვრთნელი: ზურაბ სტურუა) – 6.5 ქულა
ნიკოლოზ შამათავა (მწვრთნელი: დავით ჯოჯუა) – 6.5 ქულა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მონტენეგროში, ქალაქ ცეტინიეში, 5–16 აგვისტოს გაიმართება