ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს ევროპის სასკოლო ონლაინ ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე 10, 11, 13, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის და 8 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატში მონაწილეობდა 18 ქვეყნის 300-ზე მეტი მოჭადრაკე. ფინალური ეტაპი კი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით.
საპრიზო ადგილები:
II ადგილი - ყალიჩავა აკაკი (17 წლამდე, ფოთი, მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა)
II ადგილი - ბედოშვილი დეა (17 წლამდე, ბათუმი, მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი)
II ადგილი - ჩალაძე გიორგი (11 წლამდე, ქუთაისი, მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე)
II ადგილი - მგელაძე კესარია (11 წლამდე, ბათუმი, მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე)
III ადგილი - ლომაია დიანა (17 წლამდე, ფოთი, მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა)
III ადგილი - ხვადაგიანი ქრისტინე (13 წლამდე, ქუთაისი, მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი)
III ადგილი - ტაბატაძე ერეკლე (11 წლამდე, თბილისი, მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი)
III ადგილი - თათვიძე დავით (10 წალმდე, ქუთაისი, მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე)