საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, აცხადებს ჭადრაკის C კატეგორიის ლიცენზირებულ მწვრთნელთა ხელახალ რეგისტრაციას. C კატეგორიის მწვრთნელები რომელთაც ლიცენზია მიღებული აქვთ 2021 წლის 1 იანვრამდე და შემდეგ ოფიციალურად არ ყოფილან დასაქმებული ჭადრაკის მწვრთნელად, ვალდებულნი არიან განმეორებით ჩააბარონ სალიცენზიო გამოცდები 2022 წლის 10 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ ჭადრაკის მწვრთნელის ლიცენზია. C კატეგორიის მწვრთნელები ვალდებული არიან შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა (https://forms.gle/jR8eg6e3TpBiDyag8) 2022 წლის 1 აგვისტომდე.
რეგისტრაცია