27 ოქტომბერს რიგაში სტარტს აიღებს შვეიცარიული სისტემის უძლიერესი ტურნირი "GRAND SWISS 2021". ვაჟთა ტურნირში I-II და ქალთა ტურნირში კი I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრეტედენტთა ტურნირის საგზურებს. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 550 000 აშშ დოლარს. ტურნირში მონაწილეობენ ბაადურ ჯობავა, ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია.