8 - 12 იანვარს მონაკოში გაიმართა ევროპის ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ და სწრაფ ჭადრაკში. ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბელა ხოტენაშვილმა. ჩემპიონატზე მონაწილეობდა 30 ქვეყნის ევროპის უძლიერესი 127 მოჭადრაკე ქალი. მათ შორის 9 ქართველი მოჭადრაკე: ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ინგა ჭარხალაშვილი, ქეთი წაწალაშვილი, სოფიო გვეტაძე, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია