ბელა ხოტენაშვილის (2463) გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატი ჭადრაკში. ბელამ 8 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა აიღო და ნახევარი ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მერი არაბიძეს (2432). 5,5 ქულით მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა ნინო ბაციაშვილმა (2491). ჩემპიონატი გაიმართა წრიული სისტემით 9 მოჭადრაკის მონაწილეობით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენდა 25 000 ლარს.