დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 150-მდე მოჭადრაკე. I-II ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურები.
საბოლოო შედეგები:
8 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი – გიორგი წულაია (ფოთი, მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა);
II ადგილი – რობერთ ჭიღვინაძე (ქუთაისი, მწვრთნელი გია მენაბდე);
III ადგილი - დავით ბალანჩივაძე (თბილისი, მწვრთნელი დიმიტრი კვარაცხელია);
8 წლამდე გოგონები:
I ადგილი –ლილი გიორგობიანი (თბილისი, მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი);
II ადგილი - ქეთევან ჯალიაშვილი (თბილისი, მწვრთნელი ზურაბ მიქაძე);
III ადგილი – ალექსანდრა ედიბერიძე (თბილისი, მწვრთნელი გიორგი გოგიჩაიშვილი);
12 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი – დათა ყალაბეგაშვილი (გურჯაანი, მწვრთნელი ვანო მინდორაშვილი);
II ადგილი – ერეკლე ტაბატაძე (თბილისი, მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი);
III ადგილი – დავით თათვიძე (ქუთაისი, მწვრთნელი ნოდარ ლორთქიფანიძე);
12 წლამდე გოგონები:
I ადგილი – კესარია მგელაძე (ბათუმი, ნოდარ ლორთქიფანიძე);
II ადგილი – ანასტასია ზარქუა (თბილისი, მწვრთნელი დავით ზარქუა);
III ადგილი – თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი, მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე).