საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო სათამაშო დღის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ მონაწილეს კოვიდ ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა დადებითი პასუხი. დადგენილი წესების თანახმად, თბილისის ჭადრაკის სასახლეში უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.
მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს 8 და 12 წლიან ბიჭების და გოგონების ჩემპიონატის გადადების შესახებ.
ბოდიშს ვუხდით ჩემპიონატის მონაწილეებს, მწვრთვნელებს, მშობლებს შექმნილი სიტუაციის გამო. ჩემპიონატის გამართვის თარიღებს დამატებით შეგატყობინებთ.