წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჰიბრიდულ ჩემპიონატზე. 12 წლამდე გოგონათა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა ანასტასია კირთაძემ (ქუთაისი, მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე), ხოლო 16 წლამდე გოგონათა შორის კი ბრინჯაოს მედალი ელენე წოწონავამ (ფოთი, მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა).
ასევე გუნდური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა გოგონათა კატეგორიაში. გუნდური შედეგები დათვლილი იქნა ყველა ასაკში საუკეთესო 6 გოგონას შედეგების მიხედვით. ევროპის ჩემპიონატი გაიმართა 15 - 21 ოქტომბერს და მონაწილეობდა 32 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე.
ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას!