8 - 12 იანვარს მონაკოში გაიმართა ევროპის ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ და სწრაფ ჭადრაკში. სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნინო ბაციაშვილმა. ხოლო, სოფიო გვეტაძე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ჩემპიონატზე მონაწილეობდა 30 ქვეყნის ევროპის უძლიერესი 143 მოჭადრაკე ქალი. მათ შორის 9 ქართველი მოჭადრაკე: ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ინგა ჭარხალაშვილი, ქეთი წაწალაშვილი, სოფიო გვეტაძე, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია